სანქცირება ლიდერებს და უვიზო მიმოსვლის შეჩერება – რას ითხოვს დენ თვაინინგი

სანქცირება ლიდერებს და უვიზო მიმოსვლის შეჩერება – რას ითხოვს დენ თვაინინგი
IRI-ის პრეზიდენტი “ქართული ოცნების” ლიდერების დასანქცირებაზე საუბრობს – დენ თვაინინგის თქმით, ევროკავშირს აქვს ძალა, რომ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დემოკრატიული უკუსვლის გამო, რასაც მისივე თქმით, ამას მმართველ პარტიაზე გავლენა აუცილებლად ექნება.
საქართველოს დემოკრატიული მომავალი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ არის რამდენიმე რამ, რაც დასავლეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლია გააკეთონ. ერთი არის, რომ ჩვენ უნდა დავასანქციროთ ქართველი ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების მანიპულაციაში. ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს სანქციების პაკეტი, რომელიც რეზერვშია, რათა იცოდნენ და ნახონ, როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ. ეს არის ძალიან საჭირო ბერკეტი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს. ქართველი ხალხი ევროპაში უვიზოდ მიმოსვლით დიდ სიამოვნებას იღებს, ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირს აქვს ძალა, რომ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დემოკრატიული უკუსვლის გამო. ამას მმართველ პარტიაზე გავლენა აუცილებლად ექნება. სანქციების კომბინაცია, მათ შორის, ფინანსური სანქციები და ფრენის აკრძალვები მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული, უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან ერთად კომბინაციაში, საქართველოს მოქალაქეების ხედვას ჩამოაყალიბებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, როგორც ჩვენ დავაკვირდით”, – ამბობს დენ თვაინინგი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო