სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია – ხათუნა ხოფერია

სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია – ხათუნა ხოფერია
ეს დაწესებული სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სანქციების დაწესებით ის ქვეყნები ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან,- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამ წერილს რომ წაიკითხავთ, იქ არის პირდაპირი მოწოდებები, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უგულებელყოფა, როგორ უნდა მოხდეს ცესკოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა ეგზიტპოლების მეშვეობით.
ერთ-ერთი აქტიური პროექტი, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არის ადამიანების დაშინების პროექტი, რომ მათში გაჩნდეს იმედგაცრუება. ეს ყველაფერი არის სიცრუე, ჩვენ ვადგავართ სწორ გზაზე. გარდა იმ პოლიტიკოსებისა, რომელთა ლუსტრაციაც ხდება სწორედ ამ წერილების მიხედვით, უამრავი მეგობარი გვყავს, რომელიც გვერდში გვიდგას“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…