“სანქციების ეფექტი – ქაოსია ოცნების გუნდში” – ეკა ბესელია

ეკა ბესელია რეჟიმის შიგნით არსებულ ქაოსზე საუბრობს და ტვ პირველთან ამბობს:
“ჩანს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ქაოსური მოქმედებები, აუხსნელი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობრივი და ალოგიკური ქმედებები. ინსტიტუციური ნგრევა, პარლამენტი პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის. გაუგებარი ლოგიკაა, როდესაც კანდიდატებს არჩევენ და თან ცდილობენ, რომ ისე გააკეთონ, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის იმის განცდას, რომ ქაოსი აქვთ, იმიტომ რომ გუშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გადადგა და ეს პარლამენტი ირჩევს ახალ კანდიდატს და კითხვებს არ სვამს პარლამენტის არცერთი დეპუტატი და კომიტეტი, რომელიც არის პროფილური კომიტეტი, რატომ ხდება ეს უსაფრთხოების სამსახურში – ან ის, რატომ წავიდა, ვინც წავიდა ან ეს რატომ მოვიდა ვინც დასვეს. ეს სურათი არის უკიდურესი კრიზის მაჩვენებელი და სანქციების ეფექტი”
სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. ამბობს, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ “იყო განსხ

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება