სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზად არის, ჩვენ მას 20 მაისს ბრიუსელში მივიღებთ – მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ ს წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მერცის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ს სტამბოლში ჩასვლა უდიდესი ჟესტი იყო.
„პუტინი არ გამოჩნდა, რითაც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს კანცლერი.
როგორც მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ სანქციების ახალი, მეჩვიდმეტე პაკეტი მიმართულია ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და შავ სიაში შეჰყავს დაახლოებით 200 ნავთობმზიდი, რომლებიც გამოიყენება რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად. პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ევროპაში საბოტაჟის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია