სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის

სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის
ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით, რომლის დაწესებასაც მოითხოვდნენ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ სანქციებმა არ იმუშავა.
მისი შეფასებით, სანქციებმა ევროპული ეკონომიკისთვისაც უარყოფითი შედეგი მოიტანა.
ბრიტანელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთის საპასუხო რეაქციაზეც.
„სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის. საქართველო შედარებით მცირე სახელმწიფოა, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და არის განსაკუთრებით მოწყვლადი კრემლის საპასუხო ნაბიჯების თვალსაზრისით.
საქართველოს უნდა დაეწესებინა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები და ამავე დროს არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი მძიმე რუსული საპასუხო ნაბიჯებისა? ეს ხომ წარმოუდგენელია. რუსეთი საპასუხო სანქციების დაუწესებდა საქართველოს, საქართველოს ენერგიის რამდენიმე წყარო რუსეთიდანაა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას საქართველოში დიდი გართულებების შექმნა შეეძლო.
რუსეთს შეუძლია, მაქსიმალურად გაზარდოს ენერგიის მიწოდება საქართველოსთვის ან პირიქით ის საერთოდ გათიშოს. ეს არის წარმოუდგენელი არგუმენტი, რომ საქართველოსგან მოითხოვო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესება.
იყავი ღია, გქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა ყველასთან. რუსეთის ფედერაცია არ არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, არ არის საჭირო ზედმეტი ჩაციება და საქართველოს უნდა მიეცეს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა“, – აღნიშნა იან პრაუდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით