“სანქციებზე საუბარიც კი მარაზმია” – მორალური ბრალდება ევროპარლამენტს

“ოცნების” დეპუტატი, ევროპარლამენტარების მოთხოვნაზე საუბრისას, ამბობს:
“სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ, წარმოუდგენელია, მარაზმია მათ შორის. სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია”.