სანქციებზე ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად 1.40 საათის წინ ჩამოვედი ამერიკიდან – თემურ კუპატაძე
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ირწმუნება, რომ აშშ-ის ის არ დაუსანქცირებია.
სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად 1 საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან – თქვა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
“ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.