სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს საბჭოთა პერიოდის დისიდენტი სკობოვი

2 აპრილს, ღამით, სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი და საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი, – აცხადებენ მისი ახლობლები.
66 წლის სკობოვი გასულ თვეში დაუმატეს რუსეთის “უცხოეთის აგენტების” სიას.
დაკავებამდე ორი დღით ადრე, სკობოვმა ვებსაიტ Okno-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, მხარდაჭერა აღმოეჩინოს რუსი მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ. ამავე ინტერვიუში სკობოვმა დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!