სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტი ერთი საათი არ მოქმედებდა, ამუშავდა საჰაერო თავდაცვა

2 მარტს საღამოს, ს ქალაქ სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დაიკეტა თვითმფრინავებისა და გამგზავრებისთვის – „სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ამოქმედდა ე.წ. „კოვიორის“ სისტემა.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ფინეთის ყურეში ჩამოაგდეს დრონი.
როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ქალაქ ლომონოსოვის (სანქტ-პეტერბურგის ნაწილი) მოსახლეობა 2 მარტის საღამოს ადგილობრივ სოციალურ ქსელებში მასობრივად უჩიოდა ბრონკას ნავსადგურის მიდამოში ძლიერ ხმაურს და აფეთქებებს.
მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ დაწერა ტელეგრამის არხზე, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „საჰაერო სამიზნეები“ ჩამოაგდეს ფინეთის ყურეში.
მან მოგვიანებით გამოაქვეყნა ცაში ობიექტის განადგურების ვიდეო, რომელიც შემდეგ „სკრინშოტით“ შეცვალა. როგორც „ბაზა“ აღნიშნავს, ვიდეო იყო მკაფიო და მასზე კარგად ჩანდა რაკეტსაწინააღმდეგო აპარატის ფრენის გზა და ადგილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „ლენინგრადის რეგიონის ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. არ არის ცნობილი, დაზიანდა თუ არა ადგილზე არსებული ობიექტები.
2 მარტს, ადრე, სავარაუდოდ, დრონის ჩამოვარდნის შედეგად, სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. “ინციდენტის” შესახებ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმაც განაცხადა. “დაშავებულები არ არიან. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის აივნების მინა. დაზარალებული ბინების მცხოვრებლები ევაკუირებული იქნა”, -წერს ბეგლოვი. მან “ინციდენტის” მიზეზი არ დააკონკრეტა.
რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ჯერ არ დაუდანაშაულებია სანქტ-პეტერბურგის ობიექტებზე თავდასხმის მცდელობაში. რამდენიმე ობიექტზე, ქალაქსა და მის გარეუბანში, ადრე იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ზოგ შემთხვევაში ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროები ოფიციალურად არ აკეთებენ კომენტარს რუსეთში სამიზნეებზე უპილოტო თვითმფრინავების სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების ძალების წყაროები ადასტურებენ, რომ ასეთი დარტყმები ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა