სანოტარო მომსახურება საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ცაგერში, მარტყოფში, შუახევში, ქობულეთში, საგარეჯოსა და საგურამოში ახალი ნოტარიუსები დაინიშნენ.
ახალდანიშნულ ნოტარიუსებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე შეხვდა. ეკატერინე ნანდოშვილმა მათ ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
Previous: შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო