16 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ჯვაროსნების” მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ყველა რეკორდი თუ სტატისტიკა ადრე თუ გვიან სრულდება, ზედმეტ მოლოდინებს კი იმედგაცრუება მოჰყვება, ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს, მათ შორის მარტის პლეი-ოფის კონტექსტში.
გუნდში კარგი განწყობაა, ოქტომბრის მატჩებმა კარგად ჩაიარა… დავითაშვილს არჩევანი მივეცით, ან ნაკრებში ყოფილიყო, ან ოჯახის გვერდით, რადგან ის შვილს ელოდება. ზურიკოსთვის ნაკრებში ყოფნა მნიშვნელოვანია და თამაშისთვის ემზადება.
შოტლანდიის ნაკრები კ
არგი გუნდია. წარმატებისთვის მეტოქეც მაქსიმუმს გაიღებს. არ მგონია, 0:0 ვიხილოთ…
კვარაცელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ის თუ არ განმეორდება, ისე იქნება როგორც ხვიჩას, ასევე “ნაპოლის” დაემართათ – ძველებურად ვეღარ თამაშობენ. კვარაცხელია მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია. მას ისეთივე დამოკიდებულებები აქვს.
ჩემი ამოცანაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არსებობდეს. მახარებს ის პროგრესი, რაც გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს. ის იმ შრომის ნაყოფია, რაც ბოლო პერიოდში გასწია. ინგლისის ჩემპიონშიპში ეს აუცილებელია…”