სანიოლი შეგირდებს ესპანეთში დააკვირდა – ქოჩორაშვილის “ლევანტე” “ხიხონს” დაუზავდა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ხიხონთან“ ქულები გაიყო – 0:0.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: sofascore 7.7, flashscore 7.2.
მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც გუშინ „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის „ვილიარეალთან“ თამაშს უყურა.
„ლევანტემ“ ბოლო 3 შეხვედრიდან 2ფრედ დაასრულა, 1 წააგო, ამ მომენტისთვის 44 ქულით მეხუთე ადგილზეა და 23 თებერვალს ლიდერ „მირანდესს“ უმასპინძლებს.
ლევანტე – ხიხონი 0:0

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში