სანე: გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ

5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე “ბუნდესნაკრების” შემტევმა ლეროი ზანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვფიქრობ, გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფანები ამ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან.
ესპანელები მეტოქეს ხშირად უტევენ, თუმცა თამაშის ამგვარ სტილს უარყოფითი მხარეც აქვთ, მათ თავისუფალი სივრცეები რჩებათ. იმედია, შანსებს გამოვიყენებთ”, – განაცხადა ზანემ.
შეგახსენებთ, გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.