სანდრო რაქვიაშვილი – ჩვენ ვერ დავწერდით ამნისტიის პროექტს, რომელიც სააკაშვილს არ შეეხებოდა – თუ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება ამნისტიას, ვპირდებით ამომრჩეველს, რომ შემდეგ საპარლამენტო შემადგენლობაში არანაირი კოალიცია არ შეიქმნება

ჩვენ ვერ დავწერდით ამნისტიის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ შეეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
როგორც მან „გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ აღნიშნა, თუ ოპოზიცია აღიარებს, რომ სასამართლოში პრობლემა არსებობს, შეუძლებელია არ ამნისტიის კანონზე არ ფიქრობდნენ.
ს თქმით, „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას შეეცდება, თუმცა, მისი აზრით, ეს რთული პროცესი იქნება.
„ამნისტიების საკითხი ახლა არ გაგვხსენებია. „გირჩის“ ვებ-გვერდზეც დიდი ხანია ეს პროექტი დევს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო რეფორმაზე და ოპოზიცია ვაღიარებთ, რომ სასამართლოში პრობლემა გვაქვს, შეუძლებელია არ დავფიქრდეთ ამნისტიაზე. ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეოთხე ქვეყანა ვართ. საარჩევნო წელი რეფორმებისთვის საუკეთესო ფანჯარაა. ჩვენ კონსულტაციები ყველა პარტიასთან გვქონდა, ასევე, ვესაუბრეთ პატიმრების ოჯახის წევრებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავწერეთ კანონ-პროექტი ამნისტიის შესახებ. ეს კანონი ყველა მოხუცს შეეხება გარდა იმ მუხლით დასჯილებისა, რომლებსაც ბრალი არასრულწლოვანზე ძალადობაში ედებათ. ამნისტია ყოველთვის თავისუფლებას არ ნიშნავს. ზოგ შემთხვევაში ის უბრალოდ სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იმას, შეეხება თუ არა ეს ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, შეეხება. ჩვენ ვერ დავწერდით ამნისტიის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ შეეხებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ზოგადად ამნისტიაა და არა ის, რომ გამოვუშვათ ან ვინმე არ გამოვუშვათ. ვნახოთ, „ქართულ ოცნებასთან“ მოვილაპარაკებთ. პოლიტიკური კომპრომისები წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. თუ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება ამნისტიას, ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ შემდეგ საპარლამენტო შემადგენლობაში არანაირი კოალიცია არ შეიქმნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ