სანდრო რაქვიაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება, როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება.
„საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთხელ შიცვალა. ამ პარლამენტმა შეცვალა და ყოველ ჯერზე ცვლილება იყო სიტუაციური. “ქართულმა ოცნებამ” მოარგო მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია. არაფერი კარგი ამ ცვლილებაში არ არის და ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს, რაქვიაშვილი პასუხობს: “პრეზიდენტი ძალიან არაპროგნოზირებად იქცევა და არ ვიცი დაადებს თუ არა“.

ასევე დაგაინტერესებთ