სანდრო ელოშვილი: “შენ მიწა ხარ, მე ცა ვარ, შენ იყავ და მეცა ვარ…”

“როდესაც ძალიან, ძალიან, ძალიან დაიღლები და ჩავთვლი რომ აღარ აქვს არაფერს აზრი… რომ (როგორც ნატვრის ხეში ამბობს თაღრია) “ამ ქვეყანას შენ მაინც ვერ გამოასწორებ…” და სჯობს სადმე შორს გაფრინდე, თბილ ქვეყნებში… და როდესაც გზაში შენს თავს დაამშვიდებ, რომ ყველაფერი ქენი და უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ იყო…
გახსოვდეს რომ ვიღაც კაცს თუ ქალს, სახელად მაგალითად გლახოს ან მინდიას, ხატიას ან მთვარისას მოკიდეს ხელი 200 000 მისნაირთან ერთად და საქართველოდან 1500 კილომეტრის მოშორებით, ირანის შუაგულში გადაასახლეს…
აუკრძალეს ქართულად ლაპარაკი, წაართვეს სამშობლო, აიძულეს სარწმუნოების შეცვლა… (ენაც, მამულიც, სარწმუნოებაც…) მაგრამ ახლა, 4 საუკუნის (!!!) შემდეგ, იმ მინდიას თუ ხატიას შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილი სახლში სანამ პურს გამოაცხობს, ცომს ჯვარს ახატავს, ჩვენ თუ სადმე გვხვდება, ტირილს იწყებს, “დაის” ან “ძმაის” გვეძახის და ავტომობილზე ქართულად უწერია…
“შენ მიწა ხარ, მე ცა ვარ,
შენ იყავ და მეცა ვარ…”” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა

მარი ბიერე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას