სანდრო ელოშვილი: ეს ბიჭი ჩემი და ყველასი ჩვენი ძმაკაცი ლევან ჯობავაა… ყველასი ჩვენი, იმიტომ რომ პატივია ჯობას ძმაკაცობა! იმიტომ რომ სამართლიანი კაცია, იმიტომ რომ ადამიანი უყვარს, იმიტომ რომ სამშობლო უყვარს და თანაც საქმით…

რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
ეს ბიჭი ჩემი და ყველასი ჩვენი ძმაკაცი Levan Jobavaა… ყველასი ჩვენი, იმიტომ რომ პატივია ჯობას ძმაკაცობა! იმიტომ რომ სამართლიანი კაცია, იმიტომ რომ ადამიანი უყვარს, იმიტომ რომ სამშობლო უყვარს და თანაც საქმით…
ლევანმა სარაგბო გუნდი შექმნა და სახელად “სოხუმი” დაარქვა…
უფასოდ ასწავლის პატარებს რაგბს და კარგ ადამიანობას!
დევიზიც აქვთ: “სოხუმი” ითამაშებს სოხუმში…
და ათობით ბავშვმა იცის, რომ უნდა მოინდომოს,
უნდა იშრომოს, უნდა უყვარდეს რათა სოხუმში ითამაშოს!
ჯობას სულ შეჭმუხნული შუბლი აქვს…უსამართლობას ვერ იტანს და იმიტომ… კაცის ჩაგვრას ვერ იტანს… უგულობას ვერ იტანს… ამიტომაც ვინც არ იცნობთ, თუ სადმე გაგიჭირდებათ და უცნობი ადამიანი გამოგესარჩლებათ, კომიქსიდან მოსული გმირი არ გეგონოთ… ჯობაა!
მის სიმართლეს ვერც ერთი მოსამართლე ვერ განსჯის… იმიტომ რომ მისი სიმართლე ეს ფოტოა… მაგრამ ამ ქვეყანაში ათასობით ადამიანი ვართ, ვისაც ფოტო არ გვჭირდება… ღმერთს ვთხოვ ოდესმე შემაძლებინოს ისეთი ვაჟკაცობა და სიყვარული ამ ბიჭს რომ შეუძლია…
ჰო! სოხუმი ითამაშებს სოხუმში და ჯობა იქაც მართალი კაცი იქნება!
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის იმ მონაწილის წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.