სანდრო ბრეგაძე: ოცნების სავლეები სავლეებად დარჩნენ – უბრალოდ დღეს არჩევნებში ხმებისთვის ეკლესია ჭირდებათ

“— 🔴 ფარისევლობის აპოგეა ‼️‼️‼️
🔴 არ გაგიკვირდეთ ამათი ფარისევლობა – სამწუხაროდ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეკლესიის საკურთხეველთან, საპატიო ადგილას მდგარა ჯაბა იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე, ახალაიები, მეგის ქარდავა, სოსო თოფურიძე, სააკაშვილი და სხვა საქართველოს მოღალატეები. ქართველი ჯარისკაცების მკვლელი, საქართველოს დამაქცევარი და ს წამრთმევი რუსი გენერალი გრაჩოვი საერთოდ თბილისში მონათლეს ‼️‼️‼️
🔴 მახსენდება – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვიყავი 2015 წლის 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის დემონსტრაციაზე რომ გავედი – ამის გამო მთავრობაში პანიკა ატყდა, მთელი ქართული ოცნება დამიპირისპირდა – “ შავრაზმელებთან მიტინგზე გასვლა როგორ გაბედე, ამიტომ წადი ჩვენი გუნდიდან და მინისტრთა კაბინეტიდანო “ ‼️‼️‼️
🔴 დღეს ის ხალხი რომლებიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის გამო ხალხს სამსახურიდან ხსნიდა – 2 მეტრიანი სანთლებით ხელში ეკლესიაში დგას და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს ‼️‼️‼️🤦🤦🤦
🔴 გთხოვთ ვინმე მლიქვნელმა არ მითხრას – “ სავლე პავლედ გადაიქცაო “ – არ დაიჯეროთ – ოცნების სავლეები სავლეებად დარჩნენ – უბრალოდ დღეს არჩევნებში ხმებისთვის ეკლესია ჭირდებათ და კი დარბიან დიდი მორწმუნეების მსგავსად ეს უთავმოყვარეოები ‼️‼️‼️
🔴 მთავრობის წევრებო – მე მაინც არ გიცნობდეთ – დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ დადგებით და ცრუ – ლოცვას დაიწყებთ – ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ , არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის ‼️‼️‼️
🔴 ფარისევლებო – ამ გაჭირვებულ ხალხს კი მოატყუებთ რომ ნამდვილი მორწმუნეები ხართ, პოლიტიკურ სპექტრსაც მოატყუებთ, ხმებსაც მოიპარავთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ და თქვენი ფარისევლობის გამო იმაზე მეტად დაისჯებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ ‼️‼️‼️” – წერს პოლიტიკოსი, და ფოტოებს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ