“სანდრა ყოველთვის გიორგის გვერდითაა” – ულამაზესი წყვილის ცეცხლოვანი ცეკვა და გიორგი ქოჩორაშვილისა და სანდრა მენდოსას სიყვარულის ისტორია – Marao

2024 წლის მარტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მოლოდინით ცხოვრობდა – ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, თითქოს რაღაც დიდმა იმედმა გაიღვიძა და ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით – ღირსეულად წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. “წარგვედგინა” იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოედანზე გასვლისა და კარგი თამაშის გამოცდა, ეს ფეხბურთელებისა და ქომაგების ერთიანი, ერთი დიდი ბრძოლა იყო.
ჯგუფიდან გასული და ესპანეთთან ღირსეულად დამარცხებული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ქართველმა ხალხმა მათ საოცარი დახვედრა მოუწყო, ზეიმი კი ფეხბურთელებმა მეგობრების თანხლებით გააგრძელეს. საღამო სავსე იყო მხიარულებით, სიმღერით, გართობითა და ცეკვით. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი ბრაზილიელი შეყვარებულის, მშვენიერი სანდრა მენდოსას ცეკვას.
“მე მო­ვი­თხო­ვე სა­ნი­ოლ­თან პირ­ვე­ლი დარ­ტყმა. მზად ვი­ყა­ვი იმის­თვი­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვარ­ჯიშ­მა და ყვე­ლა­ფერ­მა, რაც მა­ნამ­დე გა­ვა­კე­თე, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პე­ნა­ლტის დარ­ტყმის დროს რომ ვი­დე­ქი, თით­ქოს იმ სიმ­ღე­რამ, რა­საც ტრიბუნებზე მღე­როდ­ნენ, მომ­ცა ის მუხ­ტი, რომ სწო­რად მი­მე­მარ­თა ჩემი ემო­ცი­ე­ბი და ფიქ­რე­ბი” – ამბობდა გიორგი საბერძნეთთან მატჩის შემდეგ.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.
“არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მოაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წუთი მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება.”
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.
„პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად.”
გიორგი ქოჩორაშვილის სანაკრებო კარიერა
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გაარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.
გიორგი შეყვარებულია, მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
“სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა” – ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ