“სანამ ქართველი ქალი ემიგრაციაში გარბის, ქართველი კავი ცხოვრებას სლავი ქალის მკერდზე ატარებს” – იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა:
სლავი გოგოები ქართველი ქმრების გამოცდილებაზე ყვებიან, იუმორით და საკუთარი გამოცდილებით. თან რა პატივისცემით, ქართველი ქალების მიმართ. და პატარა ვიდეოზე ოსეთი კომენტარები იყო, დამოღმილი, ქალებისგან, უსექსობა როგორც ჩანს, ჯერ მძვინვარებს გარკვეულ წრეებში.
რა გეწყინათ, რომ საყვარელ ქმრებზე გვიზიარებენ აზრს, გახსნილად, სანამ ჯგუფებში ანონომურად ჭორაობთ ქმრებსე და ქმრის ნათესავებზე?
თვითონ რატომ არ უძღვნით ქმრებს გადაცემებს? მე ჩემი დავწერე და დაივეჭდა და გაგიზიარეთ, რასაც ვფიქრობდი და დავემშვიდობე ქართველ კაცებს სამუდამოდ, გარკვეული მიზეზების გამო, რაც სერიოზულად მხედველობაში მისაღებია.
არავინ აკნინებს სასიამოვნო გამონაკლისებს, ქმარ-დედამთილობა ურთიეეთობებში- რაც 0,1%ია.
ვერ ვხედავ პრობლემას, ერის ფუნდამენტის საფუძვლიანი განხილვის.
მაგრამ ვინ გააკეთებს ამაზე სერიებს, ზედაპირზე მყოფი მრავალსაყვარელნატანჯი ქალები თუ ‘содержанкები’, პარლამენტში გინდა, სახელმწიფო წამყვან პოზიციებზე თუ კინო-ტელევიზიაზე?
როგორ შეიძლება, უგულებელყო პრობლემის არსი?
იგივე ქუჩაში ქმაგაწეწილი პოლიტიკურად ანგაჟირებული მდედრობითი სქესი- იგივე პტობლემის- ქართველი კაცის უმწეობის და ინფანტილიზმის წარმონაქმნია.
კაცი თუ გინდა გვერდში, თავს პატივი ეცი და აიძულე, ისე მოიქცეს, როგორც თვლი, რომ
იმსახურებ.
არ არის დასამალი, ქართველი კაცის მიერ სლავი ქალების სასარგებლოდ გადახრის.და რაც არ უნდა იყვიროთ მწარედ, ყოფილებმა (ქალებმა)- შენ მხოლოდ სექსისთვის უნდიხარ, რა ვერ გაიგე და ქართველი კი
შვილის დედად უნდა- ტენდენცია თავისთავად სლავების სასარგებლოდ მეტყველებს.
სანამ
ქართველი ქალი ემიგრაციაში გარბის, მოძალადე ქმრის თავის დასაღწევად, ქართველი კავი ცხოვრებას სლავი ქალის მკერდზე ატარებს.
სირცხვილია, სხვა ეროვნების ქალის შეურწცცყოფა და პოლიტიკური ლოზუნგით საკუთარი სასოწარკვეთილების დაფარვა.
გავიზარდოთ, ქალბატონებო.
როგორც თქვენ მოგწონთ რაფინირებული უცხოელის კლასი, ღვინოს რომ
დოქით არ ისხამს კუჭში, ისე მოსწონთ ქართველებს თხელძვალა და მომთხოვნი და ნაზი სლავები, რომლებმაც არანაკლებ კარგად იციან შვილების გაზრდაც და სუფრის გაშლაც, დაღლილი სახის გარეშე და ქმრის გვერდში დგომაც, თანაბარ პირობებზე, წაყვედრების გარეშე, როცა საჭიროა….
აღარ გავაგრძელებ.
გაიღიმეთ, ახალს არაფერს ჰყვებიან.
მოვყვეთ ჩვენც, როგორც არის, ეს ხომ ყოველდღიურობის საფუძველია, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები და ასეთი საჯნტერესო, ამოუწურავი თემაა
ბედნიერებას გისურვებთ ყველას, მსოფლიო გაიზარდა, არავინ გვიშლის სხვა ეროვნების სიყვარულის არჩევას, ისიამოვნეთ, ვისთანაც ხართ.