სანამ სკოლაში სისხლისღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები მოკლა

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა 18 წლის თავ­დამ­სხმე­ლის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­მაც ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის ტამ­ბლერ რი­ჯის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ცე­ცხლი გახ­სნა – სრო­ლის შე­დე­გად სა­ერ­თო ჯამ­ში, ათი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათი ასა­კი ძი­რი­თა­დად 13-დან 17 წლამ­დეა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად 25 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

  • ირ­კვე­ვა, რომ ცე­ცხლი 18 წლის ჯესი ვან რუტ­სე­ლა­არ­მა გახ­სნა. CTV News-ის ცნო­ბით, ვიდ­რე სკო­ლა­ში სკო­ლა­ში სის­ხლის ღვრას მო­ა­წყობ­და, მა­ნამ­დე ოჯა­ხის წევ­რე­ბი – დედა, ჯე­ნი­ფე­რი და ძმა, ემე­ტი სა­კუ­თარ სახ­ლში ჩა­ცხრი­ლა. შემ­დეგ კი სკო­ლა­ში გა­ე­მარ­თა. მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ აღ­ნიშ­ნავს ის და­ბა­დე­ბის დღეს და სა­დი­ლობს ოჯახ­თან ერ­თად. ჯესი ვან რუტ­სე­ლა­არს ერთ-ერთ ფო­ტო­ზე თოფი უჭი­რავს და ბედ­ნი­ე­რი პო­ზი­რებს.

  • რო­გორც პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, ჯე­სიმ 12 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი იდენ­ტო­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატრთან და­დი­ო­და.
“პო­ლი­ცია ამ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იყო მი­სუ­ლი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად ჩა­მო­არ­თვეს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ია­რა­ღის კა­ნო­ნი­ერ­მა მფლო­ბელ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა შე­ი­ტა­ნა და ია­რა­ღი და­უბ­რუნ­და“, – გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში კა­ნა­დის სა­მე­ფო პო­ლი­ცი­ამ.

175 მოს­წავ­ლის­გან შემ­დგა­რი სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლა კვი­რის ბო­ლომ­დე და­ი­ხუ­რა.

 

გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ჯე­ნი­ფერს არ ჰქონ­და მოქ­მე­დი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლი­ცენ­ზია.

ვინც ვან რუტ­სე­ლა­არს “მშვიდ ბი­ჭად“ აღ­წე­რენ, რო­მე­ლიც ხში­რად მარ­ტო იჯდა კუ­თხე­ში.

კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მარკ კარ­ნიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის გამო შო­კი­რე­ბუ­ლია.

წყა­რო