სანამ თავდაცვის კოდექსი არ ამუშავდება, სანამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვის ომში წასვლისკენ და იქ დაღუპვისკენ სხვის შვილებს მოუწოდებენ, მანამ გაგრძელდება ცილისწამება საქართველოს თავდაცვის მიმართ – ლევან ნიკოლეიშვილი

ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა აიღეთ, კითხვაზე, თუ რომელი ინსტიტუტი იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ყველგან პირველ-მეორე ადგილზე საპატრიარქო და ჯარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს მართლაც უყვარს თავის ქვეყნის ჯარი და მისი იმედიც აქვთ – ეს არის რეალობა. თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ, თუ ვინ ებრძვის ეკლესიას და ჯარს, აქაც ბევრი ტვინს ჭყლეტა არ დაგვჭირდება – მავნებელი რადიკალები და მათი რუპორი ტელევიზიები! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ ინფორმაციას, თითქოს ქართული ჯარის საკვების ხარისხთან და უნიფორმებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ცილისწამებისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება სამართლებრივი გზით, კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უნდა უჩივლოს ნებისმიერს, ვინც თავდაცვის ძალების შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს.
“ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა აიღეთ, კითხვაზე, თუ რომელი ინსტიტუტი იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ყველგან პირველ-მეორე ადგილზე საპატრიარქო და ჯარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს მართლაც უყვარს თავის ქვეყნის ჯარი და მისი იმედიც აქვთ – ეს არის რეალობა.
თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ, თუ ვინ ებრძვის ეკლესიას და ჯარს, აქაც ბევრი ტვინს ჭყლეტა არ დაგვჭირდება – მავნებელი რადიკალები და მათი რუპორ ტელევიზიები!
მეამაყება, რომ ჩემი ცხოვრებისა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ქვეყნის და სამშობლოს სამსახურს, სწორედ ქართულ ჯარში სამსახურს შევალიე. ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ახლაც მეამაყება იმის განცდა, რომ ვემსახურები საქართველოს. ასევე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, იმ რთულ 90-იან წლებში ქართულ ჯარს მართლაც ძალიან უჭირდა, არ გვქონდა სამხედრო ფორმები (სხვადასხვა ქვეყნის ნაჩუქარი ფორმებით დავდიოდით), არ გვქონდა საკმარისი ფეხსაცმელი, საჭმელზე კი რა უნდა ვთქვა, თვითონ ქვეყანაც უჭირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მართლაც ღირსეულმა სამხედროებმა, ოფიცრებმა თუ რიგითებმა, თითქმის უხელფასოდ სამი ომი გამოიარა თავი კი არ შეურცხვენიათ.
დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, ჩვენ ჯარს საკვებიც გააჩნია, სამხედრო ფორმაც, თანამედროვე სამხედრო ტექნიკაც, განათლებული და მაღალპროფესიონალი ხელმძღვანელობაც და სარდლობაც. ჩვენი ფორმიანი ბიჭების თუ გოგოების შესახებ, არაერთ ამერიკელ, გერმანელ, ბრიტანელ, ფრანგ თუ თურქ მაღალი რანგის გენერალს თუ ოფიცერს გამოუთქვამს აღტაცება. პირადად ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართველების მხარდამხარ ნებისმიერ მისიაში გვეადვილება წასვლაო. ახლა ვისაც ჯარში უხელფასობის პერიოდი ახსოვს დამეთანხმება, რამხელა პროგრესია დღეს – ხელფასები, სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები, სწავლის შესაძლებლობა და დაფინანსება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ოფიცრების ბინებით უზრუნველყოფა -რამდენიმე “ჯარის ქალაქი” აშენდა და ეს პროექტი გრძელდება!
….მაგრამ სანამ თავდაცვის კოდექსი არ ამუშავდება (რაც ასე აშინებს და აღელვებს ოპოზიციას და მათ ტელევიზიებს!), სანამ ყველა არ მიეჩვევა იმას რომ სამშობლოს სამსახური ყველასთვისაა, სანამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვის ომში წასვლისკენ და იქ დაღუპვისკენ სხვის შვილებს მოუწოდებენ (აბა თავის შვილებს,ხომ არ გასწირავენ!), მანამ ეს ზიზღი და ცილისწამება საქართველოს თავდაცვის მიმართ მუდმივად გაგრძელდება!!!
აბა, შემოვიღოთ კანონი, რომ ვინც ჯარში ნამყოფი არ არის დეპუტატი ვერ გახდება, რამდენი უსაქმური მოინდომებს პარლამენტში მოხვედრას, ან რამდენი შეეცდება მოიტანოს ცნობა რომ ფსიქიკურად შეშლილია?
პირადად მე ამ სიბინძურის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის მოსაშორებლად ერთი მცირე გამოსავალი მიმაჩნია: ჩვენ გვინდა და მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდეს, ჰოო და რა გვიშლის ხელს სამართლებრივი გზით წავიდეთ? დიახ, თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უნდა უჩივლოს ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისათვის ნებისმიერს, ტელეკომპანია იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური სუბიექტი თუ ცალკე აღებული ერთი ინდივიდი!
დიახ, ეს დეზინფორმაციები და ცილისწამებები მიზანმიმართულია, სწორედაც ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართ, რისი პატიებაც კი არავისთვის შეიძლება!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.