“სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, რუსეთიდან იმპორტი კი გაორმაგდა” – Sputnik

“სამხრეთ ოსეთიდან, 2024 წლის პირველ კვარტალში, ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაორმაგდა”, – ამის შესახებ პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ი წერს. როგორც ის წერს, დან იმპორტში პირველ ადგილზე ტექსტილი და ტექსტილის ნაწარმია, რომელსაც “სხვა საქონლის” კატეგორია მოსდევს. მესამე ადგილზეა აქციზური პროდუქტი, მეოთხეზე ავტომობილები. ხუთეულს საწვავი ხურავს.
Sputnik-ის ინფორმაციით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რუსეთიდან ცხინვალში თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლის, ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი სამჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ექსპორტს. იანვარ-მარტში ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი შემცირდა. ის ე.წ. საექსპორტო საქონელში მაინც პირველ ადგილზეა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სურსათის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით, უცვლელია. ე.წ. რესპუბლიკის ექსპორტის სტრუქტურაში მას მეორე პოზიცია უკავია.

ასევე დაგაინტერესებთ

ისევე როგორც ეს მოხდა საბანკო სექტორის შემთხვევაში, ადამიანებმა ისარგებლებს პლასტიკური ბარათებით და მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია – ნინა კობახიძე სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე