სამხრეთ კორეის პოლიციამ სტუდენტები დააკავა, რომლებიც პრეზიდენტის ოფისში შესვლას ცდილობდნენ

სამხრეთ კორეის პოლიციამ სტუდენტები დააკავა, რომლებიც პრეზიდენტის ოფისში შესვლას ცდილობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული გამოცემა Yonhap-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კორეის უნივერსიტეტის პროგრესული კავშირის წევრი 20 აქტივისტი სტუდენტი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ისინი პრეზიდენტის ოფისის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.
პრეზიდენტის ოფისში შესვლის მცდელობამდე სტუდენტებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს და პირველი ლედის, კიმ კიონ ჰიის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას მოითხოვდნენ.
სტუდენტების ზუსტი მოტივის დასადგენად პოლიცია შემთხვევას იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – უახლოეს პერიოდში, პრემიერი უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კონცეფციას წარადგენს, რომელიც სისტემას იმ უნარების განვითარებაზე გადაიყვანს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებითაა განპირობებული

დიმიტრი მედვედევი – დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ – დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა