სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას “ჯოჯოხეთური განადგურებით” ემუქრება

13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი დაიმუქრა, რომ ნებისმიერი წინდაუხედავი ქმედებებისთვის, მეზობელ ჩრდილოეთ კორეას „ჯოჯოხეთური განადგურებით“ უპასუხებს.
ასეთი გამწვავებული რიტორიკა ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ თვეში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ის აღარ დაემორჩილება მეზობლებს შორის 2018 წელს დადებულ სამხედრო პაქტს, რომლის დანიშნულებაც დაძაბულობის შემცირება იყო.
ფხენიანის ეს ნაბიჯი კი თავის მხრივ მოჰყვა სამხრეთ კორეის განცხადებას, რომ შეიძლებოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ საჯაშუშო თანამგზავრის გაშვების კვალდაკვალ, შეთანხმება დროებით ნაწილობრივ შეეჩერებინა.
ჩრდილოეთ კორეა რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შექმნა-განვითარებას თავის სუვერენულ უფლებად განიხილავს, რომელიც აუცილებელია რათა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
გასულ კვირაში შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები სეულში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ ახალ ინიციატივებზე, რათა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდნენ კიბერსივრცეში, კრიპტოვალუტის ბოროტად გამოყენებისა და კოსმოსში რაკეტების გაშვების კუთხით.
პარასკევს სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღით შეკავების თემაზე მოლაპარაკებას გამართავენ. ეს ვაშინგტონის დაპირების ნაწილია, უკეთ გააცნოს სეულს თავისი გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტი მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე