სამხრეთ კორეელი დეპუტატი – კურსკში 10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს

10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განლაგებულია კურსკში, როგორც ს საჰაერო სადესანტო და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ზოგი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარე ბრძოლებში უკვე მონაწილეობს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა დაზვერვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ასევე გაგზავნა დამატებითი იარაღი ში მიმდინარე ომისთვის, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცები და მრავალი სარაკეტო გამშვები.
ამასთან, სამხრეთ კორეელი დეპუტატის ინფორმაციით, დაზვერვის ეროვნული სამსახური ცდილობს, დაადგინოს რა დანაკარგები განიცადა ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა