სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ს წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს. სადაზვერვო სამსახურმა CNN-ს დაუდასტურა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ კორეული წარმოების F-7 სარაკეტო ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.
სამხრეთ კორეის ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ აგროვებენ კონკრეტულ მტკიცებულებებს ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჰამასისთვის“ იარაღის მიწოდების მასშტაბებსა და ვადებთან დაკავშირებით.
Small Arms Survey-ის მიხედვით, F-7 საბჭოთა/რუსული RPG-7-სა და ჩინური 69-1 ტიპის ყუმბარმტყორცნების ეკვივალენტია.

ასევე დაგაინტერესებთ