სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ესპანეთი კი წყალდიდობას ებრძვის

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ესპანეთი კი წყალდიდობას ებრძვის
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, ორივე დაღუპული მეხანძრეა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
კორეის სატყეო სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების გამო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ჩოი სანგ-მოკმა შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობას ართულებს.
ძლიერი წვიმისა და შტორმ „მარტინიოს” გამო, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მადრიდის მახლობლად მდებარე მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანია ევაკუირებული. მადრიდში კი რამდენიმე გზაზე გადაადგილება შეიზღუდა. ათობით გზა გადაიკეტა და მდინარეები ადიდდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ესპანეთის რაიონებშიც.
სამხრეთ ანდალუსიის რეგიონში დაკარგულია ერთი ადამიანი.
ესპანეთში ბოლო ორი კვირაა ნალექია, განსაკუთრებით კი ქვეყნის სამხრეთით. ძლიერი წვიმების შედეგად გადაიტვირთა წყალსაცავები და მდინარის ნაპირები.
შეგახსენებთ, სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის­თვის უზარ­მა­ზა­რი საფრ­თხის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ. გლო­ბა­ლუ­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ისე­თი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად, რო­გო­რი­ცაა: გვალ­ვა, მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბა, მი­წისძვრა, ცუ­ნა­მი და ა.შ. მათ გარ­და, ამ მოვ­ლე­ნე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს კი­დევ სულ ცოტა 150 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის.