სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაპატიმრებას ცდილობენ

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დასაპატიმრებლად მის რეზიდენციაში მივიდნენ, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზიდენციასთან თავდაპირველად 20-მდე პოლიციელი გამოჩნდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა დაახლოებით 80-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის უსაფრთხოების ძალები სამართალდამცავებს იუნ სუკ იოლის დაპატიმრების საშუალებას არ აძლევენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
სამხრეთ კორეის სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერი ორი დღის წინ გასცა. ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა. იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..