სამხრეთ კორეაში ელემენტების ქარხანაში ხანძარს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში ლითიუმის ბატარეის ქარხანაში ხანძარს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის, ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ ჰვასონგში მდებარე Aricell-ის ქარხანაში მოხდა.
ხანძარი ელემენტებისა აფეთქებამ გამოიწვია. ხანძრისა და კატასტროფების პრევენციის პროფესორის, კიმ ჯე ჰოს თქმით, ხანძარის სწრაფად გავრცელების გამო, სავარაუდოდ, ქარხანაში მომუშავე პერსონალმა შენობის დატოვება დროუალად ვერ მოასწრო.
“ის ნივთიერება, რისგანაც ელემენტი შედგება, როგორიც არის ნიკელი, სწრაფად აალებადია. შესაბამისად, განსხვავებით სხვა ტიპის ხანძრებისგან, ამ შემთხვევაში ხშირად რეაგირებისთვის საკმარისი დრო არ არის” – აღნიშნა კიმმა.