სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს.
„ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა.
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრიც, ჰან დაკ-სუც გადადგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

კახა კალაძე – ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – გამჭვირვალობის კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება