სამხრეთ კორეამ რუსეთის ელჩი, მარია ზახაროვას კომენტარის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ს ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს.
„მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმართლე და უპირობოდ დაიცვა ჩრდილოეთ კორეა, როდესაც ლიდერის შენიშვნები უკიდურესად უხეში ენით გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს კორეა-რუსეთის ურთიერთობებს“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან იარაღის ვაჭრობით უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. მეორე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ იუნ სუკ იოლის განცხადებას “უხეში მიკერძოებული” განცხადება უწოდა. მისი თქმით, კომენტარები “განსაკუთრებით ოდიოზურად გამოიყურება”, კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, “პირველ რიგში შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, მათ შორის (სამხრეთ) კორეისა და იაპონიის, თავხედური პოლიტიკის გამო“.

ასევე დაგაინტერესებთ