სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ განცხადებას ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.
„დღეს დილის 5:30 საათზე სილინგარფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით ინტენსიური მცირე დაიწყო. დაახლოებით, 30 წუთის შემდეგ, იმავე რაიონში ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა“, – ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოდის ლავა კლდის ნაპრალებიდან.
ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი წელს მეორედ, ხოლო რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 2021 წლის შემდეგ მეექვსედ ამოიფრქვა.

ასევე დაგაინტერესებთ