სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საკუთარი „შენგენის“ შექმნა სურთ – The Economic Times

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის ერთიანი ვიზის შემოღების ინიციატივით გამოდის. ტაილანდის სურვილია, რომ შენგენის მსგავს ფორმატში ასევე მოხვდეს მალაიზია, ვიეტნამი, კამბოჯა, მიანმარი და ლაოსი.
როგორც ჩანს, ყველა მონაწილე მოიწონა იდეა. მაგრამ მის განხორციელებას დიდი დრო დასჭირდება, ამბობენ ექსპერტები. ვიზების შესახებ სრული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არია. ხელისუფლება პროექტზე მსჯელობას განაგრძობს.
ტაილანდის მიზანია 2027 წლისთვის მიაღწიოს 80 მილიონ ტურისტს წელიწადში. წარმოების სექტორში არსებული პრობლემებისა და ექსპორტის შემცირების გამო, ქვეყანამ გადაწყვიტა ტურიზმზე ფოკუსირება იმ იმედით, რომ ამით ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენდა.

ასევე დაგაინტერესებთ