ჯო ბაიდენმა სამშაბათამდე არ იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„თეთრ სახლში დღეს დილამდე არავინ იცოდა, რომ მდივან ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა და პრეზიდენტს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
მანამდე, ვალტერ რიდის ეროვნულმა სამხედრო სამედიცინო ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს დიაგნოზით მკურნალობს და განიცადა გართულებები, რის გამოც ის 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბო დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს და მინისტრმა 22 დეკემბერს “მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა” ჩაიტარა. 1-ელ იანვარს ოსტინი ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში გართულებების გამო და მას საშარდე გზების ინფექცია აღმოაჩნდა.
კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ სიტუაცია “ღრმად პირადულია“.