სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ „დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი სხვადასხვა დისტანცია – 3კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო – 5 კმ-იანი და რთული – 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს. ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურებიც გადაეცათ.
მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.
საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხები სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ

მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით