სამხედრო მოსამსახურეები გურიისა და იმერეთის რეგიონების მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან.
დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად არის ჩართული დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. სამხედროები საჭიროების მქონე პირების – მოხუცების, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო, დროებით ადგილსამყოფელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ისინი მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.
პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. საკოორდინაციო შტაბისგან მიღებული დავალებების შესრულებას კრიტიკულ მიმართულებებზე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შესაბამისი ტექნიკით აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს