სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.
მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო. ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები სააგენტოს რეგიონული ცენტრებისა და მუნიციპალური განყოფილებების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ.
მათ სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, ფუნქციონირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობს და მოქალაქეებს 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებაში, გამარტივებული პროცედურებით, მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
Previous: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება – “

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში