სამხარაძე: ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება

ქართული ოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სა და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა “ოფიციალური შეხვედრა”, გავრცელდა “გამოლაპარაკების კადრები”, რაც სამხარაძის აზრით, “ნებისმიერ ადგილას შეიძლება”.
“რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას – სიმართლე გითხრათ, ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კადრები ვნახეთ კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ, გამოლაპარაკების კადრები. თუ შეხვედრა შედგა, კარგია, მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ეს ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება”, – ამბობს სამხარაძე.
ამასთან, სამხარაძე ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისთვის არ მოუსმენია.
“იმიტომ რომ, წინასწარ ვიცი, აღარ არის ჩემთვის საინტერესო, რას იტყვის ქალბატონი სალომე. თუ მან თქვა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ძალიან კარგი, მივესალმები, როგორც იქნა, მან თურმე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას”, – თქვა სამხარაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
კონფერენციაზე საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. კობახიძემ პირველი ვიზიტი ბრიუსელში დაგეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ