მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა Tuttosport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.
ახალგაზრდა ინგლისელის თქმით, მადრიდულ გუნდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, თუმცა “ბლანკოსის” მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის არ მოსწონს, რომ ჯუდი ესპანურად ჯერჯერობით ვერ საუბრობს.
“გაჩერებას არ ვაპირებ და ძალიან ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. სამწუხაროდ ანჩელოტის იმედებს ვუცრუებ. ესპანურად საუბარი ჯერ კიდევ არ შემიძლია. უცხო ენის შესწავლა ძალიან მიჭირს, თუმცა პირობას ვდებ, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება”, – განაცხადა ბელინგემმა.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” გასულ ზაფხულს, “დორტმუნდიდან” 103
მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მალევე “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი გახდა.