სამწუხაროა, რომ ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა, დღემდე მოსამართლეა – ვატო შაქარიშვილი

ყველას გვახსოვს -ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ 12 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და აღნიშნავს, რომ ცხადია, ადეიშვილის და გვარამიას კადრი, რომლის ცოლიც “ნაცმოძრაობის” აქტივისტია, შესაძლებლობისთანავე მიაყენებდა სახელმწიფოს ზიანს.
შაქარიშვილის თქმით, საელჩოდან დავალებამ არ დააყოვნა და მოსამართლე ხუჭუამაც გამარგინალებულ ოპოზიციას მაშველი რგოლი გადაუგდო.
“ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე.
სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!
2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაც-აქტივისტი მეუღლით, ცხადია ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!
დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს