„სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.
„სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან. საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე. ხვალ 12 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში შეიკრიბება და პარაკლისის შემდეგ გაიმართება მსვლელობა. ვისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით შვილებით შვილიშვილებით და შევხვდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე ვრცელდება. დადგენილება 15 მაისითაა დათარიღებული.