“სამში გრძელი ამოიღეს… ვიღაცეებს ჰგონიათ ლონდონში რაღამც ვარ აქედან მანდ ვერ ვიმუშავებ”- თეა თუთბერიძე

მეგობრებო, ამ უბედურებმა დღეს რაც დაატრიალეს ხომ დაინახეთ… სად რა ჩადეს ეგ არ ვიცი მაგრამ ამოღებით სამში გრძელი ამოიღეს.
ყველას ვინც შემეხმიანეთ ჩემი დადებული იმ პოსტის შემდეგ და გადარიცხეთ ფული, მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ფულს ხაჭაპურებში არ ვხარჯავთ და ეს ახალგაზრდები არავისთვის ჩვენი ქვეყნის დათმობას არ აპირებენ, რამდენს დაიჭერთ?! წადით თქვე ჩლუნგებო, შევარდნაძეს კი ვეღარ ჰკითხავთ რას და როგორ ვაკეთებდით კმარას დროს, მაგრამ ასლან აბაშიძე მგონი ცოცხალია და იმას მაინც ჩააკითხეთ მოსკოვში და ჰკითხეთ რას აღწევდა როცა კმარას (ღიად) და ს უნივერსიტეტის სტუდენტებს (საიდუმლოდ) ვხელმძღვანელობდი თბილისიდან. ვიღაცეებს ჰგონიათ ლონდონში რაღამც ვარ აქედან მანდ ვერ ვიმუშავებ, მაგრამ რა ვიცი აბა… ისე 2003-2004 წლებში თბილისიდან აჭარაში თუ ვმუშაობდი იმის მერე ტექნოლოგიურად წინ წავიდა უამრავი რამ და რატომ ფიქრობთ რომ ჩემი მანდ ყოფნაა საჭირო და აუცილებელი?
ზოგმა იმღერეთ, ზოგმა იცეკვეთ, ზოგიც იბრძოლებს როცა საჭიროა და ეგენი მანდედან გააჯვამენ. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება პატარა განვითარებული ევროპული სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა