მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე დიდი რუკა შექმნეს, რომელიც თითქმის 800 ათას გალაქტიკას მოიცავს.
რუკა ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების გამოყენებით არის შედგენილი. ზოგი გალაქტიკა მასზე იმდენად შორია, რომ დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ არსებობდა. რუკის შედგენაზე საერთაშორისო ასტრონომიული პროექტის Cosmic Evolution Survey მეცნიერები მუშაობდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ სამყარო ფართოვდება, ხილვადმა სინათლემ, რომელმაც თავისი წყარო დატოვა, იწელება და ინფრაწითელი ხდება. სწორედ ამიტომ იყო „ჯეიმს ვები“ შემუშავებული, როგორც ძალიან მგრძნობიარე ინფრაწითელი სინათლისადმი – რათა დროის დასაბამიდან წამოსული ეს სუსტი, გაწელილი სიგნალები დაეჭირა, რომლებსაც სხვა ტელესკოპებში ვერ ვხედავთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ „ჯეიმს ვები“ უკვე ცვლის იმის გაგებას თუ როგორ მიმდინარეობდა ჩვენი სამყაროს ფორმირება.
imedinews.ge
