სამუშაო ჯგუფებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, რომ, მიუხედავად დაპირისპირებისა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მუშაობა შევძლოთ – ხათუნა სამნიძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. შესაბამისად, საკითხი, თუ ვინ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციიდან, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, 9 პუნქტზე მუშაობაში ოპოზიციაც ჩაერთოს.
“დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, მაქვს მოლოდინი, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია აისახება გადაწყვეტილებაში და ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვანი საკითხია 9 პუნქტის შესრულება. ვფიქრობ, სამუშაო ჯგუფებში ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა – მიუხედავად ჩვენი დაპირისპირებისა, შევძლოთ სტატუსის ფარგლებში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მუშაობა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება