სამუშაო გარემოს მრავალფეროვნება თიბისიში

თიბისი 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისი საქმე სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთოს. ში სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს თითოეულ თანამშრომელზე და შესაბამისად, კომპანიის წარმატებაში.
“თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს. აქ აფასებენ ინოვაციებს, თანამშრომლობასა და პროფესიულ წინსვლას” — პროდუქტის დიზაინერი, ია ხარაბაძე.
“თიბისელობა ნიშნავს ერთი დიდი გუნდის წევრობას, სადაც განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის უსაზღვრო შესაძლებლობა გაქვს”— ლუკა მირიანაშვილი, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.
თიბისიში თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათ პიროვნული და კარიერული განვითარების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს: გარდა ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევისა, თიბისელებს აქვთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც. მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, თიბისიში დასაქმებულები სარგებლობენ ფსიქოლოგთან ვიზიტით, გასვლითი ვარჯიშებით, თერაპიული ვორქშოპებით, სპეციალური ფასდაკლებებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, სპორტული აქტივობებითა თუ გასართობი შეხვედრებით.
თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც იქნება ჯანსაღი ურთიერთობები, მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო და განვითარების არაერთი შესაძლებლობა, მაშინ გაგიმართლა — თიბისის გუნდი ახალ წევრებს ეძებს.
შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი