სამტრედიაში, სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შესულმა კაცმა მეზობლის ქალი მოკლა

მკვლელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში – მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.
მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რუსთავი2-ს” განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა