თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.
„ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.
სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.