სამსახურიდან დაითხოვეს -ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ჯეფრი კრუზი (Jeffrey Cruz) და ორი მაღალი რანგის ოფიცერი – ვიცე-ადმირალი ნენსი ლაკორი და კონტრ-ადმირალი მილტონ სენდსი – თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – იტყობინება გამოცემა The Washington Post.
ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ ცნობას ასევე ადასტურებენ საინფორმაციო სააგენტოები AP, AFP და Reuters.
მას შემდეგ, რაც -ის სამხედრო ავიაციამ 2025 წლის ივნისში იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მედიაში გაჟონა DIA-ს მიერ გაკეთებულმა შესაძლო ზიანის წინასწარმა შეფასებებმა. დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა, რომლის განადგურებასაც ვაშინგტონი ცდილობდა, მხოლოდ რამდენიმე თვით შენელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გააკრიტიკა DIA-ს ანგარიში და განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მთლიანად და საბოლოოდ განადგურდა“. გარდა ამისა, როგორც AP აღნიშნავს, სააგენტოსადმი ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ეფუძნება 2017 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც , სავარაუდოდ, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც ასევე ხაზს უსვამდა იმას, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული დარტყმები წარმატებული იყო.
„ეს ისტორიულად წარმატებული თავდასხმა იყო“, – განაცხადა მაშინ პიტ ჰეგსეთმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ