სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა – უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უთანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
“დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგ

ხელისუფლების ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელ შეტევაზე: არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკა, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით – ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას